ბათუმის ავტოტრანსპორტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის ავტოტრანსპორტი

ბათუმის ავტოტრანსპორტი ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე შესრულდა გზის მონიშვნის სამუშაოები.სამუშაოების ფარგლებში დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელები ...
30/07/2026

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე შესრულდა გზის მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოების ფარგლებში დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელები და გზაგამყოფი ზოლები.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

2026 წლის 18 ივლისიდან ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება.ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ქუჩაზე გა...
17/07/2026

2026 წლის 18 ივლისიდან ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ქუჩაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები:
▪️ დამონტაჟდა ახალი და მოიხსნა ძველი საგზაო ნიშნები;
▪️განახლდა საგზაო მონიშვნები (მიმმართველი ისრები, გზაგამყოფი ზოლები და სხვ.);
▪️ შუქნიშნები გადაეწყო ახალი, ორმხრივი მოძრაობის რეჟიმზე.

გთხოვთ, გადაადგილებისას ყურადღება მიაქციოთ განახლებულ საგზაო ნიშნებს, საგზაო მონიშვნებს, შუქნიშნების სიგნალებს და დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

10/07/2026
01/07/2026

#ბათუმისავტოტრანსპორტი

სუფთა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაასაზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი საერ...
30/06/2026

სუფთა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი საერთო საკუთრებაა. ყოველი მოხატული კედელი, დაზიანებული სავარძელი თუ გატეხილი ინვენტარი აზიანებს იმ სივრცეს, რომლითაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს.

ვანდალიზმი მხოლოდ ქონების დაზიანება არ არის - ის იწვევს დამატებით ფინანსურ ხარჯებს, აფერხებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ აღდგენას, ამცირებს მგზავრთა კომფორტსა და უსაფრთხოებას, უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხზე.

მოვუფრთხილდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს!
ერთად შევინარჩუნოთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო თითოეული მგზავრისთვის.

გახსოვდეთ: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

მგზავრთა საყურადღებოდ!1-ლი ივლისიდან, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, იზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო – საზ...
26/06/2026

მგზავრთა საყურადღებოდ!

1-ლი ივლისიდან, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, იზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო – საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

ბათუმის ავტოტრანსპორტმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კლუბის წევრებს უმასპინძლა.ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ...
17/06/2026

ბათუმის ავტოტრანსპორტმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კლუბის წევრებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ საწარმოს საქმიანობას, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკას და მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

ბათუმის ავტოტრანსპორტი ახალგაზრდების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ მსგავს შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო მონიშვნის სამუშაოები. #ბათუმისავტოტრანსპორტი
17/06/2026

იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო მონიშვნის სამუშაოები.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

მგზავრთა საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე  ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. შესაბამისად, მუნიც...
09/06/2026

მგზავრთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსები №1, №10, №10ა, №15 სამარშრუტო ხაზები დაუბრუნდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

მგზავრთა საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ 9 ივნისიდან ბარცხანის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, მუნიცი...
08/06/2026

მგზავრთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 9 ივნისიდან ბარცხანის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, მუნიციპალური ავტობუსების №8, №9 და №19 სამარშრუტო ხაზები აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას განაახლებენ და დაუბრუნდებიან ჩვეულ სქემას.

გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები.

#ბათუმისავტოტრანსპორტი

Address

29, S. Orbeliani Str
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422247676

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის ავტოტრანსპორტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბათუმის ავტოტრანსპორტი:

Shortcuts

Share