Social Workshop in Borjomi

Directions

Social Workshop in Borjomi The project aims to create an integrated workshop for youth and people with disabilities (PWD).

🎨 მოზარდებისთვის პოსტერების კონკურსი „სიკეთის დღეები“ ცხადდება!🔝 5 სექტემბერი ქველმოქმედების საერთაშორისო დღეა, რომლის მ...
01/09/2026

🎨 მოზარდებისთვის პოსტერების კონკურსი „სიკეთის დღეები“ ცხადდება!

🔝 5 სექტემბერი ქველმოქმედების საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია ადამიანების, ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანება და მობილიზება სხვების დასახმარებლად, მოხალისეობრივი და საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

🔜სწორედ ამ დღის მნიშვნელობისა და სიკეთის იდეის კიდევ უფრო ფართოდ გასავრცელებლად, ვაცხადებთ პოსტერების კონკურსს „სიკეთის დღეები“!

🎨 შექმენი პოსტერი, რომელიც გამოხატავს სიკეთეს, თანადგომას, დახმარებას, მოხალისეობასა და ქველმოქმედებას და შენი შემოქმედებით სხვებსაც შთააგონე კარგი საქმის გაკეთება!

🎨 შექმენი პოსტერი თემაზე: "სიკეთე, მოხალისეობა და მხარდაჭერა"

📌 ფორმატი: ციფრული, Canva, Photoshop და სხვა პროგრამებით
✏️ ხელით დახატული — მაღალი ხარისხის ფოტო ან სკანირებული ვერსია

📩 ნამუშევრის გამოგზავნა: 3 სექტემბრის 23:59-მდე
📧 [email protected]

🔜ხმის მიცემა დაიწყება 4 სექტემბერს და
ნამუშევრები გამოქვეყნდება „ჰელფინგ ჰენდის“ Facebook გვერდზე.

🏆 გამარჯვებული გამოვლინდება მოწონებებისა და გაზიარებების ჯამური რაოდენობით 5 სექტემბერს.

✨ შექმენი, გამოხატე, გაავრცელე სიკეთე!

ინიციატორი და ორგანიზატორი:
სესილი ოზაშვილი, „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეთა კოორდინატორი.

#Მოხალისეთაინიციატივები #მოხალისეობა #მოხალისეობასაქარველოში

🆘„სუპერგმირების სკოლა“ - პირველი საფეხური‼️პირველი საფეხური 3-თვიანი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილება...
27/08/2026

🆘„სუპერგმირების სკოლა“ - პირველი საფეხური

‼️პირველი საფეხური 3-თვიანი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას, პიროვნულ განვითარებასა და მენტორობას.

მონაწილეებს ელოდებათ:

🤝 პირისპირ შეხვედრები გამოცდილ სპეციალისტებთან
💙 „სიკეთის მისიების“ შესრულება და პრაქტიკული მოხალისეობრივი გამოცდილების მიღება
🚀 პიროვნული განვითარების უნარების გაძლიერება
📝 CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადების ტექნიკებზე კონსულტაციები
📜 ორენოვანი სერტიფიკატი პროგრამის დასრულების შემდეგ

➡️თუ ხარ 13–18 წლის და ცხოვრობ თბილისში, ეს გამოცდილება შენთვისაა!

‼️რეგისტრაციისათვის: https://forms.gle/PZJ4J75NpXEEavb27

#სუპერგმირებისსკოლა #მოხალისეობა #სიკეთისმისია #პიროვნულიგანვითარება #სამოტივაციოწერილი #ლიდერობა #ახალგაზრდები

💭 „სიკეთის დღეებში“ მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მჯერა, ყველა ბავშვი იმსახურებს თუნდაც ერთ ბედნიერ მოგონებას. ამ ...
27/08/2026

💭 „სიკეთის დღეებში“ მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მჯერა, ყველა ბავშვი იმსახურებს თუნდაც ერთ ბედნიერ მოგონებას. ამ პროექტის მოხალისეები კი სწორედ ასეთი მოგონებების შექმნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

💭 მიუხედავად იმისა, რომ გამოფენის ორგანიზების პროცესში უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით, ბევრ ენერგიას ვხარჯავთ და თავისუფალ დროსაც ხშირად სწორედ ამაზე ფიქრში ვატარებთ, ეს ყველაფერი ღირს იმ ბავშვების ბედნიერი სახეების დანახვად, რომლებისთვისაც ჩვენი მცირედი დახმარებაც კი შეიძლება მნიშვნელოვან ცვლილებად იქცეს.

💭 გამოფენის დროს უამრავი კეთილი ადამიანი გავიცანით, ბავშვები, რომლებიც მშობლებს სთხოვდნენ, მათაც მიეღოთ მონაწილეობა, გამვლელები, რომლებიც მუდმივად გვამხნევებდნენ, და „მზიურის“ კაფის თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად გვეხმარებოდნენ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ მიყვარს ასეთ პროექტებში მონაწილეობა. კაფე მზიური • Cafe Mziuri

💭 ეს ყველაფერი მახსენებს, რამდენად ღირებულია ჩვენი დრო, ენერგია და ძალისხმევა მაშინ, როცა შეგვიძლია სხვას დავეხმაროთ და ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში" - ქეთევან ღონღაძე.

#სიკეთისდღეები #მოხალისეობა #სიკეთე #გააკეთესიკეთე #მოხალისეები #ერთადსიკეთისთვის #ბავშვებისმხარდაჭერა #სუპერგმირები #შეცვალეცხოვრება #მეტიერთად #კეთილისაქმე

⁉️რა ხდება „სუპერგმირების სკოლაში“?➡️ერთი პროგრამა და უნიკალური გამოცდილება. ➡️აქ მხოლოდ მოსმენით არ ისწავლი. გააკეთებ, ...
27/08/2026

⁉️რა ხდება „სუპერგმირების სკოლაში“?

➡️ერთი პროგრამა და უნიკალური გამოცდილება.

➡️აქ მხოლოდ მოსმენით არ ისწავლი. გააკეთებ, გამოცდი, შეცდები, თავიდან სცდი და საბოლოოდ საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ აღმოაჩენ.

✨ შეასრულებ "სიკეთის მისიებს"
🤝 იმუშავებ გუნდთან
💡 შექმნი და განახორციელებ საკუთარ იდეებს
🌱 ჩაერთვები მოხალისეობრივ აქტივობებში
🗣️ ისწავლი საკუთარი აზრის გამოხატვას
🎯 გამოწვევების გადაჭრას პრაქტიკაში გამოცდი
🚀 დააგროვებ გამოცდილებას, რომელსაც მომავალში გამოიყენებ

შენი სუპერძალა უკვე გაქვს! ჩვენი მისიაა, დაგეხმაროთ მის აღმოჩენაში.

📩 ოქტომბრის ჯგუფებში რეგისტრაცია გრძელდება.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს პროგრამა და რა გელოდება „სუპერგმირების სკოლაში“, მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

#სუპერგმირებისსკოლა #მოხალისეობა #ლიდერობა #ახალგაზრდები #რეალურიგამოცდილება #შენსუპერძალა #განვითარება #ჰელფინგჰენდ #სიკეთისმისიები

💭რატომ არის მოხალისეობა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საქმიანობა,  და ამავდროულად მრავალმხრივი გამოცდილების შესაძლებლობა?! ➡...
27/08/2026

💭რატომ არის მოხალისეობა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საქმიანობა, და ამავდროულად მრავალმხრივი გამოცდილების შესაძლებლობა?!

➡️მოხალისეობა სხვიებისთვის გაწეულ დახმარებასთან ერთად, ეს არის გამოცდილება, რომელიც ერთდროულად სხვებსაც ეხმარება და შენც გაძლევს შესაძლებლობას, განვითარდე.

🌱 სწავლობ პასუხისმგებლობას;

🗣️ ივითარებ კომუნიკაციის უნარებს;

🤝 სწავლობ გუნდში მუშაობას;

💡 გიჩნდება ახალი იდეები;

🎯 იღებ რეალურ გამოცდილებას;

❤️ და რაც მთავარია, ხედავ, რომ შენს ერთ პატარა მოქმედებასაც შეუძლია ვიღაცის დღის შეცვლა.

⁉️მოხალისეობა არის გამოცდილება, რომელსაც CV-შიც ჩაწერ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის შენში რჩება.

✨პოსტერის ავტორია ქეთევან ჯოჯუა

#მოხალისეობა #მოხალისე #სიკეთე #ახალგაზრდები #ახალგაზრდებისჩართულობა #რეალურიგამოცდილება #პასუხისმგებლობა #ლიდერობა #გუნდურიმუშაობა #კომუნიკაცია #საზოგადოებისთვის #შეცვალეგარემო #გააკეთესიკეთე

💭რა შეგიძლია მიიღო ერთი მოხალისეობრივი აქტივობისგან?✨ ახალი ადამიანები - გაიცნობ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო მიზანი გ...
27/08/2026

💭რა შეგიძლია მიიღო ერთი მოხალისეობრივი აქტივობისგან?

✨ ახალი ადამიანები - გაიცნობ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო მიზანი გაერთიანებს.

💡 ახალი იდეები - სხვებთან ერთად მუშაობა ახალ შესაძლებლობებს გაჩვენებს.

🎯 ახალი უნარები - პასუხისმგებლობა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების გადაჭრა პრაქტიკაში ისწავლება.

🌱 თავდაჯერება - როცა ხედავ, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, საკუთარ შესაძლებლობებშიც უფრო მეტად რწმუნდები.

✨კეთილი საქმის განცდა, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შენი დრო და ენერგია ვიღაცისთვის რეალურ მნიშვნელობას იძენს.

⁉️მოხალისეობაში შენ უბრალოდ არ ეხმარები სხვებს - შენ მონაწილეობ ცვლილებაში, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.

➡️თქვენ რა გამოცდილება მიგიღიათ მოხალისეობისას?
დაგვიწერე თქვენი გამოცდილება კომენტარებში 👇

➡️პოსტერის ავტორია სალომე დანელია

#მოხალისეობა #მოხალისე #ახალგაზრდები #რეალურიგამოცდილება #ლიდერობა #გუნდურიმუშაობა #ახალიშესაძლებლობები #სიკეთე

🔬 "STEM და მოხალისეობა: ინოვაციები სოციალური ცვლილებებისთვის"  პროექტში მოხალისეთა მიღება იწყება! ‼️გაინტერესებს მეცნიერ...
27/08/2026

🔬 "STEM და მოხალისეობა: ინოვაციები სოციალური ცვლილებებისთვის" პროექტში მოხალისეთა მიღება იწყება!

‼️გაინტერესებს მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია ან მათემატიკა და გინდა ეს ცოდნა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში გამოიყენო?

➡️„STEM განათლება მოხალისეობისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების STEM მიმართულებით დაინტერესებას და მიღებული ცოდნის მოხალისეობრივ საქმიანობაში გამოყენებას. 🚀

➡️პროექტის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, მონაწილეები:

🔬 გაივლიან ტრენინგებს;
🎤 შეხვდებიან მოწვეულ სპიკერებს;
🤝 განახორციელებენ STEM-თან დაკავშირებულ მოხალისეობრივ აქტივობებს;
🌱 გაიცნობენ სხვა აქტიურ ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

‼️პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და გახდებიან აქტიური ახალგაზრდების ქსელის ნაწილი.

👥 მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 13-18 წლის ახალგაზრდებს.

📅 განაცხადების მიღება უკვე დაიწყო!
⏰ ბოლო ვადა:10 სექტემბერი

📝 შეავსე სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/11q1KaiGfBy3BqDU8

პროექტი ხორციელდება თეკლა თურმანიძის, „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეთა კოორდინატორის, ინიციატივითა და ორგანიზებით.

#მოხალისეობა #ახალგაზრდები #ტექნოლოგიები #მეცნიერება #ახალიშესაძლებლობები

‼️„სიკეთის დღეები“ გრძელდება - ყოველთვიურად, ღირებული მისიითა და ერთი დიდი მიზნით: მეტი მხარდაჭერა მზრუნველობას მოკლებულ...
27/08/2026

‼️„სიკეთის დღეები“ გრძელდება - ყოველთვიურად, ღირებული მისიითა და ერთი დიდი მიზნით: მეტი მხარდაჭერა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

📅 12 სექტემბერს ვაგრძელებთ, ტრადიციულად კაფე მზიური • Cafe Mziuri

‼️საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის შემეცნებით პროგრამებსა და საჭიროებებს.
პროგრამებს კი თავად მოხალისეები განახორციელებენ.

🏢 თუ ხარ კომპანია, რომელსაც სურს არა უბრალოდ დააკვირდეს სიკეთეს, არამედ გახდეს მისი ნაწილი, შემოგვიერთდი.

🆘თქვენი მხარდაჭერა = კიდევ ერთი შესაძლებლობა ბავშვებს!

✨„სიკეთის დღეების“ ინიციატორია „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეთა კოორდინატორი სესილი სოზაშვილი.

#სიკეთისდღეები #მოხალისეობა #სიკეთე #მზრუნველობასმოკლებულიბავშვები #ქველმოქმედება #ერთადსიკეთისთვის

💭"როდესაც გავიგე, რომ „სიკეთის დღეების“ პროექტი დაიწყო და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მქონდა, ბევრი არ მიფიქრია. ქველმოქმედებას და ყველა იმ პროექტს, რომლის მიზანიც ადამიანების დახმარება და საზოგადოებაში სიკეთის დანერგვაა, ყოველთვის მხარს ვუჭერ. განსაკუთრებით მიხარია, როდესაც ვიცი, რომ ასეთი სასიკეთო პროექტები ახალგაზრდა მოხალისეების მიერ, უანგაროდ ხორციელდება.

💭მსგავს პროექტებში ან მაყურებლის როლს ირგებ, ან მონაწილე ხდები. მაყურებლობაც ერთგვარი მხარდაჭერაა, თუმცა მონაწილეობას ვერ შეედრება, რადგან როდესაც თავად ხარ ჩართული პროცეში და საკუთარი წვლილი შეგაქვს მის განხორციელებაში, მხარდაჭერაც ბევრად უფრო ხელშესახები და ღირებულია. მეც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. დავინახე, რამდენად გულმოდგინედ მუშაობდა სესილი ოზაშვილი „სიკეთის დღეების“ პროექტის იდეის ავტორი, და ამან მეც დახმარების დიდი სურვილი გამიჩინა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცოდი, რომ გამოფენის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს გავახარებდით.

💭ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ „სიკეთის დღეების“ პირველმა გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და ამ პროექტში ჩართვით ღირებული საქმე გავაკეთე, მაშინ დადგა, როცა შეგროვებული თანხა დავითვალეთ და მიღებულმა შედეგმა ჩვენს მოლოდინებსაც გადააჭარბა. სწორედ მაშინ გავაანალიზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში საქველმოქმედო პროექტებს და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოხალისეები, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.

💭დღის ბოლოს კი სახლში ძალიან დადებითი ემოციებით დავბრუნდი, რადგან ვფიქრობ, სიკეთის კეთებამ მეც და სხვა მოხალისეებიც გაგვაბედნიერა.“ - ქეთა ოსეფაშვილი, "სუპერგმირების სკოლისა" და "სიკეთის დღეების" მონაწილე.

#სიკეთისდღეები #მოხალისეობა #სიკეთე #ქველმოქმედება #ახალგაზრდებიმოხალისეობაში #ახალგაზრდები #გააკეთესიკეთე #სიკეთისგავრცელება #ერთადსიკეთისთვის #მოხალისეები

‼️„სიკეთის დღეები“ გრძელდება - ყოველთვიურად, ღირებული მისიითა და ერთი დიდი მიზნით: მეტი მხარდაჭერა მზრუნველობას მოკლებულ...
27/08/2026

‼️„სიკეთის დღეები“ გრძელდება - ყოველთვიურად, ღირებული მისიითა და ერთი დიდი მიზნით: მეტი მხარდაჭერა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

📅 12 სექტემბერს ვაგრძელებთ, ტრადიციულად კაფე მზიური • Cafe Mziuri

‼️საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის შემეცნებით პროგრამებსა და საჭიროებებს.
პროგრამებს კი თავად მოხალისეები განახორციელებენ.

🏢 თუ ხარ კომპანია, რომელსაც სურს არა უბრალოდ დააკვირდეს სიკეთეს, არამედ გახდეს მისი ნაწილი, შემოგვიერთდი.

🆘თქვენი მხარდაჭერა = კიდევ ერთი შესაძლებლობა ბავშვებს!

✨„სიკეთის დღეების“ ინიციატორია „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეთა კოორდინატორი სესილი სოზაშვილი.

#სიკეთისდღეები #მოხალისეობა #სიკეთე #მზრუნველობასმოკლებულიბავშვები #ქველმოქმედება #ერთადსიკეთისთვის

💭მსურს მოხალისეობა, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო?➡️დაიწყე იმით, რაც გაინტერესებს.გარემო? ბავშვები? განათლება? ცხოველები...
26/08/2026

💭მსურს მოხალისეობა, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო?
➡️დაიწყე იმით, რაც გაინტერესებს.
გარემო? ბავშვები? განათლება? ცხოველები? სოციალური საკითხები?
➡️მოძებნე შესაძლებლობები იმ სფეროში, რომელიც გაინტერესებს.
➡️და ნუ დაელოდები იდეალურ შესაძლებლობას - პირველი გამოცდილება მცირე აქტივობითაც იწყება.
➡️"ჰელფინგ ჰედნში" ბევრი მოხალისე სწორედ ასე იწყებს - ერთი პატარა აქტივობით, რომელიც შემდეგ ახალ გამოცდილებად, იდეად და შესაძლებლობად იქცევა.
🆘შენი პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება შეიძლება შენი შემდეგი შესაძლებლობის დასაწყისი გახდეს.
#მოხალისეობა #სუპერგმირებისსკოლა #მოხალისეობაჰელფინგჰენდში #გამოცდილება #ახალგაზრდები #სიკეთე #წარმატება

💭მსურს მოხალისეობა, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო?

➡️დაიწყე იმით, რაც გაინტერესებს.
გარემო? ბავშვები? განათლება? ცხოველები? სოციალური საკითხები?

➡️მოძებნე შესაძლებლობები იმ სფეროში, რომელიც გაინტერესებს.

➡️და ნუ დაელოდები იდეალურ შესაძლებლობას - პირველი გამოცდილება მცირე აქტივობითაც იწყება.

➡️"ჰელფინგ ჰედნში" ბევრი მოხალისე სწორედ ასე იწყებს - ერთი პატარა აქტივობით, რომელიც შემდეგ ახალ გამოცდილებად, იდეად და შესაძლებლობად იქცევა.

🆘შენი პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება შეიძლება შენი შემდეგი შესაძლებლობის დასაწყისი გახდეს.

#მოხალისეობა #სუპერგმირებისსკოლა #მოხალისეობაჰელფინგჰენდში #გამოცდილება #ახალგაზრდები #სიკეთე #წარმატება

Address

Agmasheneblis Street 31
Borjomi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Social Workshop in Borjomi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share