10/05/2026
ძვირფასო მგზავრებო,
გაცნობებთ, რომ “მწვანე ტაქსი”-ს გორი–თბილისის მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულება იცვლება.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და სხვა საოპერაციო ხარჯების ფასი, რის გამოც იძულებულები გავხდით ტარიფი 8 ლარიდან 10 ლარამდე გაგვეზარდა.
გვესმის, რომ ნებისმიერი ცვლილება არასასიამოვნოა და მადლობას გიხდით გაგებისთვისა და ერთგულებისთვის.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლავ თქვენი უსაფრთხო, კომფორტული და დროული მგზავრობაა. 💚
პატივისცემით,
“მწვანე ტაქსი”