02/10/2026
განათლების გზა ყველასთვის თანაბარი არ არის, თუმცა „ჩართესთან“ ერთად შეგვიძლია ის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ინიციატივაში თეგეტა და Europcar Georgia მისი მხარდამჭერები არიან.
9-წლიანი საქმიანობის შემდეგ, Charte • ჩართე-მ დაიწყო კამპანია საკუთარი ავტომობილის შესაძენად, რათა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ლეპტოპებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა კიდევ უფრო მარტივი გახდეს.
სწორედ ამიტომ, სანამ ,,ჩართე" მანქანის შესაძენად საჭირო თანხას შეაგროვებს, თეგეტა და Europcar Georgia დროებით ვუზრუნველყოფთ გუნდს ავტომობილით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ და სტაბილურად სოფლებში გადაადგილება და კამპანიის დასრულებამდე საქმიანობა არ შეფერხდეს.
განათლების გზაზე გაიარე მეტი ✨