15/08/2026
პატარა განცხადება თქვენთვის🤍
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მწერთ და მეკითხებით, როდის შევძლებ ისევ მუშაობის დაწყებას. 🥹🤍
ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩაწერებს ვერ ვახერხებ და მუშაობას ვერ ვაგრძელებ. წინ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მელოდება — მალე უნდა ვიმშობიარო და პატარას დაბადების შემდეგ გარკვეული დრო მთლიანად მას უნდა დავუთმო. 🤍
ზუსტად როდის შევძლებ დაბრუნებას, ჯერ ნამდვილად არ ვიცი. არ მინდა კონკრეტული თარიღი დაგისახელოთ და შემდეგ ვერ შევასრულო, ამიტომ როგორც კი მეცოდინება, როდის შევძლებ ისევ თქვენს მიღებას, აუცილებლად შეგატყობინებთ. 🫶🏻
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა ინტერესისთვის, სიყვარულისთვის და მოთმინებისთვის. 🤍
ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მელოდება და მეკითხება დაბრუნების შესახებ. 🥹✨
როგორც კი შევძლებ, აუცილებლად დაგიბრუნდებით ჩემი ნაწნავებით. 🤍